გაიცანი DataStudio

DataStudio არის Power BI-სა და მონაცემთა ანალიტიკის სტუდია თბილისში. 2023 წლიდან ვეხმარებით ქართულ კომპანიებს გაყიდვების, ფინანსების, მარაგებისა და მარკეტინგის მონაცემების ერთ სივრცეში დანახვაში.

ჩვენი ხედვა

რეპორტმა კითხვას უნდა უპასუხოს.

თბილისი, საქართველო DATASTUDIO / EST. 2023

სწავლებიდან ერთიან სტუდიამდე.

თორნიკე კვინიკაძე

დამფუძნებელი · Power BI სპეციალისტი და ტრენერი

DataStudio 2023 წლის დეკემბერში დაფუძნდა. მის სათავეში დგას თორნიკე კვინიკაძე, რომელიც 2019 წლიდან Power BI-ს ასწავლის და 500-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს გადამზადებული.

სტუდიის რვავე დეველოპერი თორნიკეს ყოფილი სტუდენტია. დღეს გუნდი ერთად მუშაობს ფინანსების, გაყიდვების, მარკეტინგისა და სხვა ბიზნესმიმართულებების ანალიტიკაზე.

ვაერთიანებთ სწავლებასა და პრაქტიკას: ვქმნით რეპორტებს, ვუზიარებთ გუნდებს ცოდნას და ვეხმარებით მათ სისტემის შემდგომ განვითარებაში.

50+განხორციელებული პროექტი
8გუნდის დეველოპერი
500+თორნიკეს გადამზადებული სტუდენტი
01

ბიზნესი პირველია

რეპორტი იწყება რეალური კითხვით. ტექნოლოგიას ვარჩევთ იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება შენს გუნდს.

02

ცოდნას ვაზიარებთ

ტრენინგი ჩვენი მუშაობის ნაწილია — გვინდა, გუნდმა მონაცემები თავდაჯერებულად გამოიყენოს.

03

ურთიერთობა გრძელდება

მხარდაჭერას ვხედავთ როგორც პარტნიორობას, რომელიც ბიზნესის საჭიროებებთან ერთად ვითარდება.

მოგვწერე

რომელი რეპორტი გჭირდება?

მოგვწერე, რა საკითხს იკვლევ, სად ინახება მონაცემები და ვინ გამოიყენებს რეპორტს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით განვიხილავთ სამუშაოს მოცულობასა და შემდეგ ნაბიჯს.

დაგვიკავშირდი